გახშირდა ამ ბოლო დროს ინტელექტის ქურდობები საქართველოში, თაღლითები და არაპროფესიონალი ხალხი პატიოსან და ნიჭიერ მოქალაქეებს ურცხვად ძარცვავენ, ჩვენი მედია ჰოლდინგიც არა ერთხელ გამხდარა ამ საზარელი ინტელექტის მძარცველების მსხვერპლი, ამიტომ ეს თემა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და მტკივნეულია ჩვენი მედია ჯუფისთვის. ჩვენ გამოვდივართ ახალი ინიციატივით,რომ კანონში შევიდეს ცვლილებები და ინტელექტუალურ ქურდობას მიენიჭოს ჩვეულებრივი ქურდობის კვალიფიკაცია და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ ინტელექტის მძარცველები!
ხოლო რაც შეეხება ამ სიტუაციას, მომღერალი და კომპოზიტორი გიორგი შალვაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ ტექსტს აქვეყნებს და აზერბაიჯანში მოღვაწე მომღერალს მანანა ჯაფარიძეს თავისი დაწერილი სიმღერის მითვისებაში ადანაშაულებს.ასევე აღნიშნავს, რომ ყველას სამართლებრივად მოეთხოვება პასუხი ამ საქციელისათვის. მომღერლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ.
გიორგი შალვაშვილი:
როგორ ბედავ !!!
მანანა ჯაფარიძე, რომელიც ჩემთან ერთად გაიზარდა, ზურა ლალიაშვილის ანსაბლ ჩიორაში, ადამიანი რომელმაც, მთელი ბავშვობა ჩემთან ერთად გაიარა საგასტროლოც კი. 7 წლის წინ შევეხმიანე და პასუხი ( არა მე თქვენ არ გიცნობთ პირველად მესმის თქვენი სახელიო!) ეხლა დგას და მღერის ჩემს დაწერილ სიმღერას, რომელიც, ნინოს დავუწერე ჩხეიძეს და არც მე და არც ნინოს გვაგდებს ძაღლად რომ იკითხოს, შეიძლება თუ არა კონტრაქტით დატვირთული სიმღერის ამ დონეზე აგდება ! თან ტექსტს მიაზერბაიჯანულებს და კლიპსაც იღებს ( ეს თავხედობაა) , ამით ის მილიონებს აკეთებს და ამ დროს ეს 2 ადამიანი რომელმაც დავწერე და რომელმაც გააპიარა პლანეტაზე ნინო ჩხეიძეს არაფრად გვაგდებს? … კარგი მანანა, ეხლა მე აღარ გიცნობ… შევხვდებით მალე!