ისე უნდა დაიბომბოს ივანიშვილი, არჩევნების გაყალბება რომ ვერ გაბედოს- ნათელაშვილი

ამის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ფეისბუქ ჩართვაში საუბრისას განაცხადა.

“ისე უნდა გაგრძელდეს 20 ივნისის სულისკვეთება რომ მან ვერც გაბედოს არჩევნების გაყალბება. თუ მაინც გაბედავს მთელი საქართველო ქუჩაში და შვიდობიანი რევოლუცია. ყველა რეზიდენცია ბლოკირებული, ისე რომ ვერ მოასწროს გაფრენა. უნდა იცოდეს რომ ჩვენ ამაზე წავალთ.

ახლა შეუძლიათ დამიჭირონ მასობრივი არეულობის მოწოდებაზე. ირაკლი ოქრუშვილი რომ დაიჭირეს, პარლამენტის აღების მცდელობაზე, რა სისულელეა, ვინ აიღებდა პარლამენტს?! პარტიებს შეხვერაც კი არ გვქონია. ისე გავარდით სხვადასხვა ადგილებიდან როცა აღშფოთბული ხალხი შეიკრიბა რუსთაველზე”,-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი: გურიის მოამბე