„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. სხდომაზე იმყოფება პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.
უმრავლესობის სხდომას პარტიის სხვა თანამდებობის პირები და მმართველი პარტიის ლიდერებიც ესწრებიან.
როგორც უმრავლესობის წევრებმა მარიამ ჯაშმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადეს, დღევანდელ სხდომაზე საშემოდგომო სესიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოხდება.
რაც შეეხება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს, შესაძლოა, დღეს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხიც იქნას განხილული.
http://tv4.ge