სერგეი გავრილოვი: იმედია გიორგი გახარიას სიმამაცე ეყოფა რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე გავიდეს

რუსეთის დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი გავრილოვი იმედოვნებს, რომ საქართველოს ახალ მთავრობას სიმამაცე ეყოფა, რუსეთთან გულახდილ მოლაპარაკებაზე გავიდეს.
ამის შესახებ გავრილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელების კომენტირებისას განაცხადა.
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტისგან დამოუკიდებელია, ეყოფა სიმამაცე გავიდეს გულახდილ მოლაპარაკებაზე რუსეთთან, რომ აღდგეს თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია თბილისში ივნისის დარბევის დროს მტკიცე პოზიციით გამოირჩეოდა“,-განაცხადა გავრილოვმა.
აღსანიშნავია, სერგეი გავრილოვი ის რუსი დეპუტატია, რომლის თბილისში ჩამოსვლამ და პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომამ საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია.
kvira.ge.