ბავშვებს გავკოჭავ, ბენზინს გადავასხამ და დავწვავ – ქმარი ყოფილ მეუღლეს ემუქრება

ბავშვებს გავკოჭავ, ბენზინს გადავასხამ და დავწვავ. ქმარი ყოფილ მეუღლეს შვილების დაწვით აშინებს.

„მიშველეთ, ჩემი მეუღლე ჩემს თვალწინ შვილებზე ბენზინის გადასხმას და ცეცხლის წაკიდებას მპირდება,“- ასეთი გზავნილი ადვოკატ ლევან ჭელიძეს, თურქეთიდან ქართველმა ემიგრანტმა გაუგზავნა, რომლის სახელსა და გვარსაც კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით არ აჟღერებს.

იურისტის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ყოფილი მეუღლე აიძულებს, რომ შვილებზე უარი თქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბავშვებს ცეცხლში დაწვავს.

„ეუბნება, რომ ან უარს იტყვი შვილებზე ან ბაწრით გავკოჭავ, ბენზინს გადავასხამ და დავწვავო. ამ წუთას ეს ქალბატონი თურქეთშია და სასწრაფოდ გეგმავს ჩამოსვლას. ჯერჯერობით საჯაროდ არც ამ ქალბტონის სახელსა და გვარს გავაჟღერებ და არც ამ მოძალადე კაცისას, თუმცა თუ შესაბამისი უწყებები ამ საქმით დაინტერესდება მათ მივაწოდებ დეტალურ ინფორმაციას“,- აცხადებს იურისტი ლევან ჭელიძე.

primetime.ge