როგორ ვისარგებლოთ მედიკამენტები, მხოლოდ 1 ლარად სახელმწიფო პროგრამით! (ექსკლუზივ)

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მედია ჯგუფი დაინტერესდა ჯანდაცვის სამინისტროს პრორამით: „მედიკამენტები, მხოლოდ 1 ლარად“და ამიტომ ჩვენი ჟურნალისტი დღეს გამცნობთ იმ სავალდებულო პროცედურებს, თუ რისი შესრულება მოგიწევთ ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პირველ რიგში ჩვენი პენსიონერი მოსახლეობა უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს, ან ახლომდებარე პოლიკლინიკებს, სადაც კომპეტენტური ექიმი გამოუწერს ე. წ. ფორმა 100 და შესამაბისი დანიშნულების მედიკამენტების რეცეპტებს, ხოლო ამის შემდეგ ეწვევით თქვენი რაიონის სოციალური მომსახურების სააგენტოს (სობესს), სადაც თქვენს მოაცემებს დაარეგისტრირებენ და შემდეგ გადაგამისამართებენ ამ პროგრამაზე მომუშავე აფთიაქებში, სადაც უკვე თავისუფლად შეძლებთ სასურველი და საჭირო მედიკამენტების 3 თვის მარაგის აღებას.

ჩვენმა ჟურნალისტმა მოახერხა ისანი-სამგორის „სობესის“ თანამშრომლის ჩაწერა, რომელმაც უფრო ვრცლად გაგვაცნო ჯანდაცვის ერთ-ერთი მეტად საჭირო პროგრამა: „მედიკამენტები, მხოლოდ 1 ლარად“

მარიამი: „ეს პროგრამა უკვე მოქმედებს 2017 წლიდან, პირველ ეტაპზე მოქმედებდა მხოლოდ სოციალურად დაუცველების სტატუსის ადამიანებზე და უფასოდ გავცემდით მედიკამენტებს, შემდეგ უკვე პენსიონერებზე და ნახევარ ფასად გავცემდით წამლებს, ხოლო ახლა უკვე ვეტერანებიც დაგვემატნენ და მხოლოდ 1 ლარად გავცემთ 3 თვის მარაგს.“ ანუ პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლბების მქონე პირები და როგორც უკვე ზემოთ მოგასენეთ ვეტერანებიც. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ოთხ კომპონენტს: ესენია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფარისებური ჯირკვალი, 1/2 ჯგუფის შაქრიანი დიაბეტი, პარკინსონი, ეპილეფსია. გავცემთ ფორმა 100-ის და რეცეპტების საუძველზე პაციენტის პირადობის მოწმობით და არ ვითხოვთ მინდობილობას. ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან კარგი საქმე კეთდება, ძალიან სასარგებლო პროგრამაა, იმ ქრონიკური დავადებების მქონე ადამიანებისთვის, ვისაც მუდმივად ესაჭიროებათ შესაბამისი მკურნალობა და მედიკამენტები. უბრალოდ ძალიან კარგი იქნებოდა ჩვენთან მომსახურების პირობეის გაუმჯობესება, რადგან როგორც ხედავთ ვემსახურებით ყოველდღიურად მოსახლეობის დიდ კონტიგენტს და ნამდვილად არ გვაწყენდა უფრო მეტი თანამშრომელი, რომ უფრო კომფორტული პირობები შევუქმნათ ჩვენს საყვარელ ხანდაზმულ პენსიონერებს.“

TVM NEWS-ის ჟურნალისტმა საკუთარი თვალით იხილა სობესში შექმნილი სიტუაცია, დილიდან საღამომდე უზარმაზარი ცოცხალი რიგი და ამ რიგში დაბნეული მოქალაქები, რომლებიც გაურკვევლობის გამო ვერ იცავენ რიგის მიმდევრობას, რადგან ქვემოთ მდგარი ელექტრონული აპარატით არ ხდება რიგის ნომრის დაცვა და ცოცხალ რიგში კი ხშირია ასეთი არეულობები, ყველაფერ ამასთან დაკავშრებით ჩვენ ჟურნალისტს უნდოდა ხელმძღვანელის ჩაწერა, თუმცა მან კატეგორიული უარი განაცხადა და არ ინდომა ჩენს კითხვებზე პასუხის გაცემა. ჩვენი მედია ჯგუფი უმორჩილესად თხოვს შესაბამის ორგანოებს და სახელმწიფო სამსახურებს, ვისაც ეს საკითხები ეხება, რომ იქნებ დაინტერესდნენ მიმდინარე მოვლენებით და სობესის თანამშრომლებს და ასევე რიგში მდგარ პენსიონერებს გაუუმჯობესო შეძლებისდაგვარად მდგმარეობა, ასევე ახლა ჯერ ზაფხულია და ნამდვილად ურიგო არ იქნებოდა სართულზე 1 წყლის დისპანსერის დამომტაჟებაც.