მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადება. ჩვენ გვინდა პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, სოხუმთან, ცხინვალთან. მომხრეებს 8 და 15 სექტემბერს შეკრებისკენ მოუწოდებს.

ჩვენ გვინდა პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, სოხუმთან, ცხინვალთან. ჩვენ ვითხოვთ, დაისაჯონ „სააკაშვილები და ბოკერიები“, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარტიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

ინაშვილი “სააკაშვილების და ბოკერიების” დასჯის მოთხოვნით, მომხრეებს 8 და 15 სექტემბერს შეკრებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადება და “სააკაშვილ-ბოკერიებს” ამაში საქართველოს ჩათრევა სურთ.

“მსოფლიოში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დიდი სახელმწიფოები მიდიან მესამე მსოფლიო ომისკენ. “სააკაშვილებს და ბოკირიებს” ამაში ჩვენი ჩართვა სურთ, რასაც საქართველოს სრული დაშლა მოჰყვება.

ჩვენ არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა სამხედრო მიუმხრობლობა, ჩვენ გვინდა პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, სოხუმთან, ცხინვალთან.

ჩვენ ვითხოვთ, დაისაჯონ “სააკაშვილები და ბოკერიები”. მინდა მივმართო ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ნუ ენდობით “სააკაშვილ-ბოკერიებს”, მათთვის ახალგაზრდაც და მოხუციც მხოლოდ ფარია.

ისინი თქვენ ისევე გაგწირავენ, როგორც თავის დროზე გაწირეს კოდორი და ახალგორი. ვეუბნებით ამერიკას და ევროპას, ნუ მფარველობთ “სააკაშვილ-ბოკერიებს”.

მათ ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. მხარი ქართველ ხალხს დაუჭირეთ”, – აცხადებს ინაშვილი.
infonevs.ge