სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკიდან მიდის!

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში თავის საპრეზიდენტო ვადაზე ისაუბრა.
“ევროპის კავშირი ჩვენს აბსოლუტურ მიზანს წარმოადგენს. ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მინდა, გადავჭრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის საკითხიც. მინდა, რომ იქ შესვლის საშუალება გვქონდეს, რათა სრულად პარალიზებული აღარ ვიყოთ.
პრეზიდენტის პოსტი და ეს საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის ბოლოა, ვინაიდან არ ვაპირებ სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას”, – განაცხადა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა “ფიგაროსთან” ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ზურაბიშვილი ბოლო პრეზიდენტია, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირი წესით აირჩია. 2024 წელს საქართველოს მომავალ პრეზიდენტს “ხმოსნები” აირჩევენ.

https://newpost.com.ge