დავით კეზერაშვილი “TV ფორმულის” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ახალი ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელის სტატუსით სამეწარმეო რეესტრში ოფიციალურად უკვე დარეგისტრირდა. ის “TV ფორმულის” 51%-იანი წილის მფლობელი გახდა.
რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დანარჩენ 49%-ს “ფორმულა კრეატივის” დამფუძნებლები ფლობენ. მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა ტელეკომპანიაში 12.25%-იანი წილის მფლობელები არიან. კომპანიის დირექტორი არის ზურაბ გუმბარიძე.
საინფორმაციო სამსახურს “რუსთავი 2”-ის ყოფილი ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი უხელმძღვანელებს.
palitravideo.ge