ბრიტანელმა მეცნიერებმა ბერმუდის სამკუთხედში გემების ჩაძირვის საიდუმლოს მიაგნეს

საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ მოახერხეს ბერმუდის სამკუთხედში გაუჩინარებული გემების ჩაძირვის საიდუმლოს გახსნა. ამის შესახებ პოპულარული გამოცემა “დეილი სტარი” წერს.

მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ პერიმეტრზე გემების ჩაძირვას იწვევენ 30-მეტრიანი ე.წ. “სიკვდილის ტალღები”, რომლებიც ძალიან ხშირად ჩნდებიან ბერმუდის სამკუთხედში. პირველი ასეთი ტალღები ბერმუდის სამკუთხედში აღმოჩენილია 1977 წელს. მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი სახის და სიძლიერის ტალღები თითქმის არაფრიდან ჩნდებიან და მათ ისეთი ძალა აქვთ, რომ ყველაზე დიდი გემებიც კი ვერ უძლებენ.

იმისათვის, რომ მეცნიერებს გარკვეული არგუმენტებით და მამტკიცებელი ფაქტებით გაემყარებინათ თავიანთი კვლევის შედეგები, საუთჰემპტონის სწავლულებმა სპეციალურად შექმნეს უზარმაზარი გემის USS Cyclops-ის მოდელი, რომელიც 1918 წელს ჩაიძირა ბერმუდის სამკუთხედში და რომელზეც 300 ადამიანი იმყოფებოდა. მოდელირების მეშვეობით, მეცნიერებმა შექმნეს “ფეთქებადი ტალღის” ეფექტი, რითაც  მათი ვერსიით, გახდა კიდეც აღნიშნული გემის ჩაძირვის მიზეზი.