ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, ანუ რა რისკებთან ვდგავართ

„ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. იმისთვის რომ ციხეების გარე პერიმეტრი დავიცვათ, 15 პენიტენციური დაწესებულების, დაახლოებით გვჭირდება 1500 წვევამდელი. რადგან ჩვენ სისტემაში მუშაობს წვევამდელი სისტემა. დღეს ჩვენ გვყავს 411 წვევამდელი.

ანუ რა რისკებთან ვდგავართ ჩვენ – ჩვენი მიზანია გადავიდეთ სრულად ან ეტაპობრივად საკონტრაქტო სამსახურზე, ეს მოითხოვს თანხებს, თუ კი საბიუჯეტო პროექტი და თქვენი მხარდაჭერა იქნება, მთლიანად გადავიდეთ გაისად საკონტრაქტო სამსახურზე, ან 2 დაწესებულებაში მაინც, რადგან ჩვენ საპილოტე რეჟიმში მაინც თუ არ ჩავრთეთ რეფორმა, საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლა, ჩვენ რეალურად 1500 პირის ნაცვლად გვიცავს 411 წვევამდელი. უნდა ვაღიარო, მათ არ უხარიათ ჩვენთან სამსახური, მაგრამ ჩვენ თუ წვევამდელის რეჟიმზე დავრჩებით, რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ჩვენთან ჯარში სამსახური უხაროდეთ, ეს დიდი პრობლემა და გამოწვევაა. მზად ვარ ამაზე ჩემს კოლეგებთან და ახალ თავდაცვის მინისტრთან ერთად ვიმუშაო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.