SVT უწყებით შვედეთის ყველაზე მაღალი მწვერვალი დნება

შვედეთში, ყინულის დნობის გამო შეიცვალა ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილი.

5 აგვისტომდე ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილი მთა კებნეკაისეს სამხრეთ მწვერვალი იყო, თუმცა ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, იგი დადნა და ჩრდილოეთ მწვერვალზე 50 სანტიმეტრით დაბლა აღმოჩნდა.

„იმას, რომ შვედეთის ყველაზე მაღალი მწვერვალი დნება, ძალიან სიმბოლური დატვირთვა აქვს. როგორც ჩანს, გარემოსთვის არც ისე მნიშვნელოვანია ის, რომ ერთ მწვერვალი მეორეზე მაღალია. მარამ ეს იმას ნიშნავს, რომ მყინვარწვერები დნება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც 1981 წლიდან მოყოლებული აღნიშნული მწვერვალის აზომვით სამუშაოებს ახორციელებს.

ექსპერტის მოსაზრებით, თუკი ზამთარში ბევრი თოვლი მოვა, მაშინ ორ მწვერვალს შორის თანაფარდობა შესაძლოა აღდგეს.