2019 წლის 21-23 სექტემბერს, იტალიაში საქართველოს საელჩოს და იტალიაში საქართველოს
ახლგაზრდა ელჩის პატრონაჟით იგეგმება ხატმწერ დავით ლუაშვილის პერსონალური
გამოფენის ორგანიზება. გამოფენა გაიმართება რომის ისტორიულ ცენტრში მდებარე
გალერეაში „in cinque” და მასზე მოწვეულნი იქნებიან საქართველოს მეგობარი იტალიელი
სტუმრები, რომშ აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები,
ჟურნალისტები, გალერისტები და ვატიკანის მაღალჩინოსნები.
“OPEN ART MONTI INCINQUE”- გალერეის პროექტი დაიბადა რომში, რომის ერთ-ერთ
უძველეს და ისტორიუ უბანში, ფაქტობრივად რომის შუაგულში, იქ სადაც უძველესი
კულტურა იღებს სადავეებს.
გალერეის მთავარი მიზანი ხელოვნების, არქიტექტურისა და მხატვრობის
ურთიერთკავშირის წარმოდგენაა. პროფესიონალთა გუნდის – ცნობილი მხატვრები,
დიზაინერები არქიტექტორები – რომლეთა ნამუშევრებიც შემოთავაზებულია გალერეაში,
ხელოვნების ევოლუციაზე ზრუნვას ემსახურება. გალერეა მოიცავს ერთ დიდ სივრცეს რათა
მარტივი იყოს ხელოვნებისთვის სივრცის აღქმა.
გალერეამ წლების განმავლობა უმასპინძლა არაერთ გამოფენას, ხელოვნების სფეროში
სხვადასხვა სასწავლო კურსებს, კულტურულ ღონისძიებებს, განსაკუთრებული ყურადღება
ეთმობა თანამედროვე ფოტოგრაფიას. აქედან გამომდინარე გალერეას აქვს მრავალფეროვანი
პროფილი და არ მუშაობს მხოლოდ ერთი მიმართულებით.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება დავით ლუაშვილის მიერ დაწერილი
ღვთისმშობლის შუასაუკუნეების ბიზანტიური ხატების ასლები, რაც ბუნებრივია, ხელს
შეუწყობს ქართული ტრადიციული ხატწერის, მისი მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული
კულტურისა და ისტორიის წარმოჩენას და პოპულარიზაციას. ჩვენი სურვილია, გამოფენის
პარალელურად დაიგეგმოს ქართული კერძებისა და განსაკურებით კი ქართული ღვინის
დეგუსტაცია, რომ ღონისძიებამ უფრო ფართო გამოხმაურება მოიპოვოს იტალიის
საზოგადოებაში.
ნათია ფეიქრიშვილი