“გახარია არის ნამდვილი პატრიოტი” – იმედა კახიანი

„შესანიშნავი კანდიდატურაა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე”, – ამის შესახებ განცხადებას მსახიობი იმედა კახიანი აკეთებს.

მსახიობის თქმით, „გიორგი გახარიას და ვანო მერაბიშვილს ვინც ერთმანეთს ადარებს, უვარგისი ადამიანები არიან და არაფერი ესმით”.

„შესანიშნავი კანდიდატურაა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე! რაც ამ კაცმა თავის საქმით გვაჩვენა – ცოდნა, პრინციპულობა და ქვეყნის სიყვარული, მეტი რაღა უნდა გვინდოდეს?! არიქა, ტყვიები დაგვიშინაო და მე საკუთარი თვალით მინახავს ბევრად უარესი ქმედებები საზღვარგარეთ! გიორგი გახარიას არ გამოუგონია რეზინის ტყვიები და დარწმუნებული ვარ, აქ დამიზნებით არავის უსვრია!

გიორგი გახარიას და ვანო მერაბიშვილს ვინც ერთმანეთს ადარებს, უვარგისი ადამიანები არიან და არაფერი ესმით!

საერთოდ ვინ იყო ვანო მერაბიშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” ხსენებაც აღარ უნდა იყოს ამ ქვეყანაში! გიორგი გახარია არის ნამდვილი პატრიოტი თავის ქვეყნის და ღმერთმა ხელი მოუმართოს! ხალხი შეჭრას აპირებდა პარლამენტში და მეტი უკიდურესი მდგომარეობა, რა უნდა ყოფილიყო? “ნაციონალების” იდიოტური ქმედება და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევა აღკვეთა და პირიქით, ბევრს აპატია კიდეც! მე გიორგი გახარიას არასოდეს შევხვედრივარ, არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან კარგი წარმოდგენის ვარ მასზე”, – ამბობს კახიანი „კვირისპალიტრასთან”.

ავტორი: გურიის მოამბე