დღეს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო მოსმენისას პარტია “გირჩის” “ბიბლიური თავისუფლების” საქმიანობას, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ახერხებენ, სახელმწიფოსთვის ძირის გამომთხრელი უწოდა და განაცხადა, რომ აღკვეთს ამ გზით ჯარისთვის თავის არიდების შესაძლებლობას.
ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ორგანიზაცია “ალტერნატივა საქართველოსთვის” თავმჯდომარე კონსტანტინე მორგოშიამ ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
“Irakli Garibashvili გირჩი / Girchi როგორც ქვეყნის პატრიოტმა მინდა ირაკლი ღარიბაშვილს ახალ თანამდებობაზე წარამეტებები ვუსურვო. მაგრამ ასევე მინდა მის დღევანდელ განცხადებას გამოვეხმაურო, გირჩის რელიგიურ სექტასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მე პოლ. მოძრაობა გირჩის პოზიციების უდიდეს ნაწილს არ ვიზირებ. არ მგონია, რომ ჯარში არ წასვლის სურვილი მხოლოდ და მხოლოდ გირჩის ბრალი იყოს. ახალგაზრდას, რომ ქართულ ჯარში წასვლის სურვილი ქონდეს, როგორც მინიმუმ ჯარი ჯარს უნდა გავდეს და იმის საშუალება მაინც უნდა ქონდეს, რომ ღირსეულად იმსახუროს ქვეყნისთვის. დღევანდელი ქართული ჯარი კი მავნამა დაამზგავსა ავღანური ნარკოტრეფიკის ყარულად. უკვე ათეულობით წელია, ჯარისკაცებს იმით აბოლებენ, რომ თითქოს ავღანეთში ისინი ტერორიზმს ებრძვიან. ამ დროს კი ყველამ კარგად ვიცით იქ საჯარისო შენაერთები რეალურად რასაც იცავს. ქართველ ჯარისკაცს, როგორც მინიმუმ იმის საშუალება მაინც უნდა ქონდეს, რომ ქვეყნისთვის ღირსეულად თავი გაწიროს და არ აყურებინონ იმ კადრებს, როცა სეპრატისტული ბანდფორმიერებები ქართულ ოჯახებს მავთულხლართრბში ახვევენ და მათ თვალწინ მათ მოძმე სამოქალაქო პირებს იტაცებენ. ჯარი, რომ შექმნა და სამართლიანიბისთვის იბროლო, მინიმუმ მთავრობას ის უნდა ესმიდეს რა არის სამართლიანობა. ყველამ ვიცით, რომ ეხლანდელი ჩვენი ჯარი ნაბიჯს ვერ გადადგამს ვერსად, თუ ევროპელი “ჩულქებიანი” კაცები არ დაგვრთავენ ნებას. ეს არის ჯარი, რომელსაც არ ააქვს: ავიაცია, ჯარისკაცებს ტანსაცმელიც კი არ ააქვთ: ნორმალური და ეკიპირება. ნუ საზღვაო თემას საერთოდ არ შევეხები მანდ მემგონი, რომ ნორმალური ნავიც კი არ ყავთ. ამიტომ სხვა მიმართულებით იმუშაოთ ჯობია და საერთოდ ჩემი აზრით აქ იზრაელის მოდელია გადმოსაკოპირებელი და არც გირჩს არც მართმადიდებელს და არც არავის არ უნდა ქონდეს იმის სადუალება, რომ ჯარს თავი აარიდოს. არც დედისერთა ვითომ ვჟკაცებით მოვიგებთ ომს და ვერც ჯაველინებით. ჯარს უნდა იდეა და სულისკვეთება პირველრიგში და რათქმაუნდა ყველა საჭირო პირობა.”
alt.info