უნგრეთის პრეზიდენტი,იანოშ ადრეი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში უნგრელ კოლეგას უმასპინძლა.

იანოშ ადრეი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. სალომე ზურაბიშვილი ჯერ პირისპირ შეხვდა უნგრეთის პრეზიდენტს, ხოლო შემდეგ გამართა შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით, რომლის დასრულებისთანავეც ორი ქვეყნის ლიდერებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და კონფლიქტის გადაჭრის გზებს. აღინიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის მისწრაფებებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

უნგრეთის პრეზიდენტმა, იანოშ ადერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. იგი გმირთა მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან ნათია სულავასთან ერთად იმყოფებოდა.

დღის ბოლოს საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.

იანოშ ადერიმ აღნიშნა, რომ უნგრეთი აპირებს კიდევ უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ასევე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

1990 წლის შემდეგ საქართველოში ეს უნგრეთის ლიდერის პირველი ოფიციალური ვიზიტია.