ივანიშვილის განცხადება სააკაშვილთან დაკავშირებით “სააკაშვილთან შეხვედრებს გავურბოდი, ტელეფონზე ჩემი ცოლი პასუხობდა”

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსულ „ფორბსთან“ ვრცელ ინტერვიუში იხსენებს, როგორ დაეძაბა ურთიერთობა მიხეილ სააკაშვილთან. მისი თქმით, ეს 2008 წელს მოხდა, როცა მიხეილ სააკაშვილი გადადგა, თუმცა, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.ბიძინა ივანიშვილი იხსენებს, რომ სააკაშვილთან შეხვედრებს გაურბოდა, ხოლო როცა ის რეკავდა, ზარს ივანიშვილის მეუღლე პასუხობდა:
„2008 წელს პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები ჩატარდა. სააკაშვილმა მოიგო, მაგრამ ამ არჩევნების შემდეგ ოპოზიცია გააქტიურდა. მე დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა ხდებოდა. მივხვდი, რომ იგი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებდა, უფრო მეტიც, 10 პროცენტსაც კი ვერ აიღებდა. საზოგადოებას, ჩემგან განსხვავებით, დიდი ხნის შეცნობილი ჰყავდა იგი, თუ ვინ იყო და უკვე არცთუ ისე უყვარდათ.
შედეგად განწყობა საერთოდ გამიფუჭდა. ვცდილობდი გავქცეოდი მასთან შეხვედრებს, ტელეფონზე ჩემი ცოლი პასუხობდა და ეუბნებოდა, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი.
მე ვხვდებოდი, რომ ვეხმარებოდი ადამიანს, რომელიც დემოკრატიას კი არა, დიქტატურას აშენებდა“, – ამბობს ივანიშვილი ინტერვიუში.