საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაემგზავრა. ნაკრები 7-8 სექტემბერს მსოფლიო სერიის დასკვნით ფინალურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
ბრაზილიის და პორტუგალიის ეტაპებზე ნაკრებმა 7 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, რიო დე ჟანეიროში 100% იანი შედეგით, ოთხი მონაწილიდან ოთხი ჩემპიონით დაასრულა ასპარეზობა.
ხორვატიაში საქართველოს ნაკრები უცვლელი შემადგენლობით იჭიდავებს: ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ).
იმედი ნიუსი