ფილიპ რიკერი ფოტო: YouTube

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ეწვევა

საქართველოს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ეწვევა. ფილიპ რიკერს თბილისში 7 სექტმებრეს ელოდებიან.

ამერიკელი დიპლომატი  საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და უსაფრთხოების ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ფილიპ რიკერის შეხვედრები საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო სექტორის  წარმომადგენლებთან.

imedi