Facebook-ი ადასტურებს, რომ დაახლოებით 200 მილიონი ტელეფონის ნომერი ქსელში გავრცელდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
საუბარია დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 18 მილიონ მომხმარებელზე. ტელეფონის ნომრების ბაზა და ე.წ. Facebook ID დაუცველ სერვერზე გავრცელდა, კერძოდ, ის პაროლით არ იყო დაცული.
ბაზა დამალეს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ვებგვერდმა TechCrunch გაავრცელა.
2018 წელს Facebook-მა გათიშა ფუნქცია, რომლის მიხედვითაც მომხმარებლის მოძებნა ტელეფონის ნომრით იყო შესაძლებელი. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ახლა ეს ხელსაწყო შესაძლოა, სწორედ ამ მიზნისთვისაც ყოფილიყო გამოყენებული.
imedi