რენა უილიამსი აშშ-ის ღია პირველობის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში 37 წლის ამერიკელმა უკრაინელი ელინა სვიტოლინა 6:3, 6:1 დაამარცხა.
7 სექტემბერს ფინალში სერენა უილიამსი 19 წლის კანადელს ბიანკა ანდრეესკუს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩს 7:6, 7:5 სძლია.
ანდრეესკუსთვის ეს აშშ-ის ღია პირველობის პირველი ტურნირია. მის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე, 1999 წელს სერენა უილიამსმა თავისი პირველი ტურნირი მოიგო.
imedi