„ნაციონალური მოძრაობა“ გაიქცა პარლამენტიდან, მათმა ფილიალმა „ევროპულმა საქართველომ“ კი მიკროფონიჩაიგდო ხელში .

პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის სხვაობა არ არსებობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გახარიას პასუხების მოსმენაზე უარი თქვეს და ფრაქციის სხდომა ნაადრევად დაასრულეს.

„ფაქტია, რომ მათ შორის სხვაობა უბრალოდ არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობა“ გაიქცა პარლამენტიდან, მათმა ფილიალმა „ევროპულმა საქართველომ“ კი ჩაიგდო ხელში მიკროფონი. მათ საერთოდ არ აინტერესებდა პასუხები. მათი მიზანი იყო მხოლოდ ტყუილების თქმა. გასაოცარი იყო, რომ პასუხის გაცემის საშუალებას არ მაძლევდნენ – ძალიან გასაკვირი ფორმატია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ჩვენ შევთავაზეთ 20 ივნისის მოვლენებზე გვესაუბრა, მათ ეს არ აინტერესებდათ.

ეს არის ერთი ჯგუფი, რომელიც სიცრუეზე დაფუძნებით ცდილობს, ჩვენს საზოგადოებაში მოდელირებული რეალობით შექმნას გარკვეული დაძაბულობა და რევოლუციური მოლოდინები, რის საშუალებასაც ჩვენ მათ არ მივცემთ. პრობლემა არის ის, რომ შეუძლებელია ქვეყნის განვითარება, როდესაც ოპოზიცია ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იმყოფება და არ შესწევს უნარი, შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვიდეს.

მაშინ, როდესაც ეს ხალხი მედიის თავისუფლებაზე გველაპარაკება, დღეს უბრალოდ პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდნენ. რაც შეეხება მაკო გომურს, მე როგორმე პირად გავცემ მას ყველა შეკითხვაზე პასუხს“, – განაცხადა გახარიამ.