ნიკა გვარამია:უკაცრავად, კიდევ ერთხელ ხომ არ გაკლიათ

„რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში მივიდა, სადაც მას ბრალი წაუყენეს.

ნიკა გვარამია მის მიმართ წაყენებული ახალი ბრალის  ერთ-ერთ ეპიზოდს მანამდე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ბინა გაყიდა და ფული არ ჰქონდაო? – უკაცრავად, მართლა ხო არ გაკლიათ? 2011 წლიდან თვეში საშუალოდ 20 ათას დოლარზე მეტი მქონდა შემოსავალი და ბინის გაყიდვითაც მივიღე. რას ქვია, ფული არ მქონდა? იმიტომ გავყიდე, რომ უფრო დიდი მეყიდა (რაც საბოლოოდ ვერ შევძელი, სამწუხაროდ).

ფული არ შეუტანია „ინტერმედიაშიო“? – უკაცრავად, კიდევ ერთხელ ხომ არ გაკლიათ. მართლა ბოლო სტადიაში გახვედით და რაღაზე გელაპარაკოთ, რა აზრი აქვს? მე როგორც მითხრეს, ისე მოვიქეცი და საბუთიც არსებობს (აქ შემოიტანე, ბანკში ჩვენ წავიღებთ, შენ რომ არ იაროო). დანარჩენი სხვებს ჰკითხეთ, ვინც გააფორმა ეგ დეტალები. მაგის ზედამხედველობა არც ჩემი კომპეტენცია ყოფილა და არც მაგის დრო მქონდა.

მოკლედ, ბინის ეპიზოდს გადაგალეწავთ თავზე. დანარჩენი რომ ბოდვაა კი დავასაბუთე უკვე”, – დაწერა გვარამიამ.