ვსტრელიელ სპორტულ ჟურნალისტს დიდ ბრიტანეთში 1 ბოთლ ლუდში შეცდომით 55 000 ფუნტი სტერლინგი გადაახდევინეს. ამის შესახებ BBC წერს.
გაზეთ Australian-ის ჟურნალისტი პიტერ ლეილორი მანჩესტერში კრიკეტის მატჩის გასაშუქებლად ჩავიდა. სასტუმროს ბარში ყოფნისას მან ლუდი შეუკვეთა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ლეილორს ბარათიდან 22,5-ს ნაცვლად 55 000 ფუნტი სტერლინგი ჩამოეჭრა. ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო, როდესაც ცოლს დაურეკა.
ლეილორის თქმით, ამ თანხის დაბრუნებას 10 სამუშაო დღე დასჭირდება. სასტუმროს წარმომადგენელი მას დაუკავშირდა, ბოდიში მოუხადა და გამოძიების ჩატარების პირობა მისცა.
მსგავსი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ისრაელშიც მოხდა, როდესაც ტურისტს შაურმაში 2800 დოლარი გადაახდევინეს.
imei