ფოტო: shutterstock.com

Volkswagen-ი 22 მილიონი ელექტრომობილის გამოშვებას აპირებს

მსოფლიოში ავტომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი Volkswagen-ის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მომდევნო ათწლეულში 22 მილიონ ელექტრომობილს გამოუშვებენ, – წერს CNN.

კერძოდ, კომპანიამ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ შვედურ კომპანია Northvolt– სთან ერთად, გერმანიაში ბატარეების გიგანტური ქარხნის აშენებას გეგმავს. პროდუქტს ბაზარზე 2023 წლიდან გაიტანენ. ასევე, Volkswagen-მა ორი ახალი მოდელის გამოშვება დააანონსა. საერთო ჯამში კი, კომპანია ათწლეულის განმავლობაში 70 ახალი მოდელის შექმნას აპირებს, რაც 22 მილიონი ელექტრომობილის წარმოებას გულისხმობს.

გეგმების განხორციელების შემთხვევაში Volkswagen-ი Tesla-სა და უორენ ბაფეტის BYD-ის კონკურენტი გახდება.

imedi