თბილისში წელს პირველად ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

თბილისში პირველად ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი TBILISI MURAL FEST ჩატარდება.

ღონისძიება 17–დან 25 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალს საფუძველი თბილისისა და ბერლინის მერიების მხარდაჭერით ჩაეყარა.

წელს თბილისში 10 კედელს მსოფლიოში ცნობილი ბერლინელი და სხვა მხატვრები მოხატავენ. დაინტერესებული მოქალაქეებისთვის მხატვრებთან შეხვედრები გაიმართება. 25 სექტემბერს კი ფესტივალი ორბელიანის მოედანზე KORDZ-ის კონცერტით დაიხურება.

imedi