ფოტო: Twitter

 Facebook და Google წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყება

აშშ-ის ანტიმონოპოლიური სამსახურის ორმა ჯგუფმა ტექნოლოგიური გიგანტების Facebook და Google წინააღმდეგ ახალი გამოძების დაწყების შესახებ განაცხადა. 

პირველი გამოძიება, რომელსაც ნიუ-იორკი და სხვა შვიდი შტატი ხელმძღვანელობს, Facebook-ზე იქნება ფოკუსირებული. მეორეს კი ტეხასი უხელმძღვანელებს და ასევე მოიცავს დაახლოებით 40 შტატს.

გამოძიების მეორე ჯგუფს არ მიუთითებია კონკრეტული სამიზნე, თუმცა როგორც მედია წერს, მისი ყურადღების ცენტრში სავარაუდოდ, Google იქნება.

როგორც ცნობილია, სოციალურ მედიას მომხმარებლების კონფიდენციალური ინფორმაციების ხარვეზებით დაცვაში სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ. ამ მიზეზით Facebook-ს ჯარიმაც დაეკისრა.

პროკურორის განმარტებით, გამოძიება დაადგენს, უქმნის თუ არა საფრთხეს Facebook-ის პოლიტიკა მომხმარებელთა მონაცემებს.