მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენის საკითხი, და ეს ე.წ. კოჰაბიტაცია, დღეს ქართველი ხალხი თქვენზე ძალიან გაბრაზებულია”.

მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენის საკითხი, და ეს ე.წ. კოჰაბიტაცია, რომელიც თქვენმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა, რამაც უკან დახია ჩვენი ქვეყანა, ძალიან გააბრაზა ქართველი ხალხი, დღეს ქართველი ხალხი თქვენზე ძალიან გაბრაზებულია”.

​ასე მიმართა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის წევრებს და პრემიერობის კანდიდატ გიორგი გახარიას, პარლამენტში მიმდინარე მოსმენაზე.

ირმა ინაშვილის თქმით, ყველაზე მთავარი არის ის, რომ სიტყვების ფორმატში არ უნდა დარჩეს, “მე თქვენ დაგასრულებთ“.

“ბატონო გიორგი, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ, და დამთავრებას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება, ან მე გთავაზობთ 1 კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად, და როგორ დავამთავრებ და მტკიცებულებებს, როგორ ამოვიღებ, და 56 ათას მოწმეს როგორ დავაბრუნებ პროკურატურაში ჩვენები რომ აქვთ მიცემული, ამას ყველა ერთად ნახავს, ეს არის ჩემი ღია საჯარო შემოთავაზება, და მერე ისევ დავბრუნდები პარტიაში გენერალურ მდივნად, არ არის პრობლემა”-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ipress.ge.