ვინ აგებს პასუხს ამათ გაცოცხლებაზე?!”- ჯონდი ბაღათურია ნაციონალებზე

“ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ფეისბუქზე ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

“ნაცია ადამიანი”?!

რამდენი უზრდელობა, უტიფრობა, უშუბლისძარღვობა, ზიზღი, აგრესია და რამდენი მუქარა იხილეთ ეკრანზე?

ახლა უბრალოდ დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ რომ ეს ხალხი, რომელიც დღეს არაფერს არ წარმოადგენს და მხოლოდ “ქართული ოცნების” უპრინციპობის “დამსახურებაა”, ციხის ნაცვლად პარლამენტში რომ არიან წამოსკუპებული და მაინც ასე უწესოდ რომ ირჯება, ასე ზიზღის მომგვრელად რომ “იჭაჭება”, ხელისუფლებაში რომ იყოს და ძალაუფლება რომ ჰქონდეს მაშინ როგორ მოიქცეოდა!!!

ვინ აგებს პასუხს ამათ გაცოცხლებაზე?!”
alia.ge