ინაშვილი: სამხედრო მიუმხრობლობის მოდელი აუცილებლად იქნება მხარდაჭერილი ამერიკელების მხრიდანაც

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას მოუწოდებს, სამხედრო მიუმხრობლობის პლატფორმაზე სერიოზული ფიქრი დაიწყოს, რომელიც აუცილებლად იქნება მხარდაჭერილი ამერიკელების მხრიდანაც.

ამის შესახებ ირმა ინაშვილმა პარლამენტში ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებისა” და მთავრობის განახლებული შემადგენლობის შეხვედრის ბოლოს, შემაჯამებელი სიტყვისას განაცხადა.

​მინდა მოგიწოდოთ, რომ სამხედრო მიუმხრობლობის პლატფორმაზე ფიქრი სერიოზულად დაიწყოთ. ეს არის ევროპული მოდელი, ჟენევის, ავსტრიის, ფინეთის მოდელი, ძალიან წარმატებული მოვლენები. მე გარწმუნებთ, რომ სამხედრო მიუმხრობლობის ეს მოდელი აუცილებლად იქნება მხარდაჭერილი ამერიკელების მხრიდანაც., გარწმუნებთ, რომ ეს ყველასთვის გამოსავალი იქნება, საქართველომ რომ ეს გზა აირჩიოს – ნატოსთვისაც, რომელიც რეალურად არ გვიღებს ჩვენ. უთხარით ქართველ ხალხს ღიად, ნატო თვითონ ამბობს ამას, რომ უახლოეს პერსპექტივაში, 20-25 წლის მანძილზე ის ჩვენ ვერ გაგვაწევრიანებს. ასპირანტების, აბიტურიენტების დონეზე როდემედეუნდა ვიყოთ და ასეთი საფრთხეების წინაშე როდემდე უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა? ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის განვითარების სულ სხვა გეზზე, რაც არ გულისხმობს უარის თქმას ევროინტეგრაციაზე. შვეიცარია ევროინტეგრირებული არ არის, ან ფინეთი და ავსტრია?”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ipress.ge.