რანს შეუძლია ურანი 20%-მდე გაამდიდროს, – ამის შესახებ Reuters ირანის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. თუმცა, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ირანი შეეცდება 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმება გადაარჩინოს, ამიტომ ურანის გამდიდრების მოცულობას არ გაზრდის.
„ჩვენ მოვხსენით შეზღუდვა კვლევებზე, რომელსაც ბირთვული შეთანხმება ითვალისწინებდა, თუმცა, თუ მეორე მხარე შეასრულებს თავის დაპირებებს, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები იქნება პროგნოზირებადი. აშშ-ის ბირთვული უსაფრთხოების სამსახური ინფორმირებულია ჩვენი ნაბიჯების შესახებ და ფლობს წვდომას ჩვენს ბირთვულ ობიექტებზე “, – ეს განცხადება ირანის ბირთვული სააგენტოს წარმომადგენელმა ბერჰუზ კამალვანდიმ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ირანი ბირთვულ კვლევებსა და განვითარებაზე დაწესებულ ყველანაირ შეზღუდვას აუქმებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა. კერძოდ, 6 სექტემბრიდან ირანი ურანის გამდიდრების პროცესის დაჩქარების მიზნით ცენტრიფუგების წარმოებას დაიწყებს.
imedi