დღეს რუსეთმა და უკრაინამ შეთანხმებული გეგმის მიხედვით პოლიტპატიმრები გაცვალეს. მათ შორისაა უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელიც მოსკოვმა კიევს გადმოსცა. სენცოვი ტერორიზმში იყო ბრალდებული და მას 20 წელი ჰქონდა მისჯილი. პატიმრების გაცვლის ჩარჩო პროცესის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 11 ადამიანი შეიწყალა. ვოლოდიმირ ზელესკიმ 16.