პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ემზარ კვიციანის შეკითხვას ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უპასუხა.
„შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით, კომპანიამ უკვე მახერხა საპროექტო გადაწყვეტილების მოტანა. ახლა მიმდინარეობს ამ საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზა, ისევე როგორც იმ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, რომლშიც დასახელებულია პროექტის ღირებულება – 800 მლნ ლარი.
შესაბამისად, ჩვენ უკვე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან დავიწყებთ და განვაახლებთ მუშაობას პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ ამ პრექტის დაფინანსება ბიუჯეტიდან ვერ მოხერხდება და შესაბამისად დაწყების ვადაც დამოკიდებული იქნება უმაზე თუ რამდენად შესაძლებელი იქნება მოხერხდეს დამფინანსებლის მოძიება.
თქვენ ასევე იცით, რომ ჩვენ ვაწარმოებთ არსებული გზის რეაბილიტაციასაც, რაც ასევე ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებლი გზაა და რაც ასევე მნიშვნელოვანი მარშრუტის აღდგენას გულისხმობს, ყველა მათგანზე მიმდინარეობს სამუშაოები და მათი დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად 2020, 2021 და 2022 წლებში. რაც შეეხება იმ დიდ გზას სადაც 47 კმილომეტრი გზა და 9 კილომეტრიანი გვირაბია და რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია, ამ მონაკვეთზე ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და პარალელურად საპროექტო ორგანიზაციამ კიდევ უნდა წარმოადგინოს გარემოზე ზემოქმედების კვლევა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია“- განაცხადა მაია ცქიტშვილმა.