ქუინსლენდსა და ახალ სამხრეთ უელსში ცეცხლის 100-ზე მეტი კერა მძვინვარებს

ვსტრალიაში ტყის ხანძრებმა 21 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ძლიერ სტიქიას ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე ერთდროულად ორ შტატში ებრძვიან.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ქუინსლენდსა და ახალ სამხრეთ უელსში ცეცხლის 100-ზე მეტი კერა მძვინვარებს. მეხანძრეებს  მუსაობაში ხელს ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა უშლით.

მასშტაბური სტიქიის წინააღმდეგ საგანგებო რეჟიმში 500-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს.