დიანა ღურწკაია ფოტო: YouTube

ინტერნეტმომხმარებლებმა ღონისძიების ორგანიზატორები და ღურწკაიაც გააკრიტიკეს.

ქართული წარმოშობის რუსმა მომღერალმა დიანა ღურწკაიამ მოსკოვის სათათბიროს არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდასაჭერად იმღერა. რუსული მედიის ინფორმაციით, სიმღერას, რომელიც ღურწკაიამ ანდრეი მეტელსკის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ კონცერტზე შეასრულა, „მე ვერ ვხედავ სხვა კანდიდატებს“ ჰქვია.

სიმღერის ვიდეოჩანაწერი ინტერნეტში პოლიტიკოსის საარჩევნო შტაბმა გამოაქვეყნა.

დაბადებიდან უსინათლო მომღერლის გამოსვლამ ინტერნეტში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ინტერნეტმომხმარებლებმა ღონისძიების ორგანიზატორები და ღურწკაიაც გააკრიტიკეს.

მიმდინარე წლის ივლისში ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა“ გამოაქვეყნა მასალა, რომლის თანახმადაც ანდრეი მეტელსკი ავსტრიაში სასტუმროების ქსელს, მოსკოვში კი 5,7 მილიარდი რუბლის ღირებულების უძრავ ქონებას ფლობს.