საშუალებას არ მივცემთ სააკაშვილებს და ბოკერიებს, ამ ქვეყანაში ახალი „ვარდების რევოლუცია“ მოაწყონ. თქვენ რომ ამოგაყირავებენ, ამაზე სულ არ ვდარდობ, რადგან მე არ ვარ ხელისუფლებაში, ქვეყანა რომ დაიღუპება, ეს მადარდებს და ეს მაწუხებს. შტურმი კი არა, კონკრეტული რევოლუციური სცენარები იგეგმება და ინფორმაციას უნდა ფლობდეთ თქვენ, ისევ ხდება „კმარას“ აღდგენა, ისევ ხდება „თავისუფლების ინსტიტუტის“ აღდგენა, ისევ იმ რეჟიმში მიდიან და ძალიან მძიმე პროცესები იგეგმება. მზად ხართ ამ ყველაფრის შესაკავებლად და მზად ხართ ეს ქვეყანა ამ ავანტიურისტებისგან დაიცვათ ?”.
ამ კითხვით „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას პარლამენტში მიმართა.
მეტრონომი
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი