კამერუნელმა თავდამსხმელმა სამუელ ეტო’ომ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 38 წლის ეტო’ომ Instagram-ზე დაწერა.
აფრიკის ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელმა კამერუნის ნაკრებში 118 მატჩი ჩაატარა და 56 გოლი გაიტანა. 22-წლიანი კარიერის მანძილზე ის მადრიდის „რეალის, „ბარსელონას“, მილანის „ინტერის“, ლონდონის „ჩელსის“ და „ევერტონის“ ღირსებას იცავდა. ეტო’ოს ბოლო კლუბი „ყატარი“ იყო.
„ბარსელონასთან“ ერთად სამუელ ეტო’ომ სამჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, „ინტერთან“ კი თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, სერია A და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. 2000 წელს კამერუნის ნაკრებთან ერთად ეტო’ო ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, 2000 და 2002 წლებში კი აფრიკის ერთა თასი მოიგო