„როდესაც შევიტყვე, რომ ქვეყანაში ბოლო წლებში სიღარიბის დონეგაზრდილი იყო, რამდენიმე
დღე ძალიან ცუდად ვიყავი ამის გამო“-პოლიტიკაში მეორედ მოსვლიდან, პირველ ინტერვიუში ბიძინაივანიშვილის მის ნათქვამ ამ
სიტყვებს, საზოგადოების სხვადასხვა წრეებშიარაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
თუ ნაწილი მიიჩნევდა, რომ ივანიშვილმა სიმართლე თქვა, რადგანლოგიკური იყო მთავრობის
წევრებს მისთვის ინფორმაცია დაემალათ, მეორე ნაწილს სასაცილოდ არ ეყო ყოფილი პრემიერის
განცხადება დათითის მესამე პრემიერისკენ გაშვერა, რადგან, მათი განმარტებითა დაშეფასებებით,
ის ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ამდენი გაჭირვებული ადამიანის დანახვა არ გაუჭირდებოდა.
იცრუა თუ არა ყოფილმა პრემიერმა და სჯერათ თუ არა, რომ ივანიშვილმა არ იცოდა, ქვეყანაში
სიღარიბის გაზრდილიმაჩვენებელი?-ამ კითხვით „გურიის მოამბემ“ რამდენიმე ადგილობრივს
მიმართა.
იუზა ჩაჩანიძე – ვინ იყო თვითონ ბიძინა ივანიშვილი, დაავიწყდა?? შეახსენეთ! იქედან დაიწყოს, თქვას ვინ იყო? მაგი ისეთი კაცია, დღეს რომ ამას ამბობს, ხვალ სხვას იტყვის. მე ვიყავი ბაილეთში კომკავშირის ერთ-ერთი მოადგილე, თვითონ ურეკში იყო. მაშინ გავაკეთეთ კლუბი ერთად. იმის მერე არც შევხვედრივარ
და არც მინახია, არც შემიწუხებია. ბათუმი-საჩხერის მატარებელს რომ ჩამოყვა აქ, არ წაყოლია უკან. მთელი ურეკი და შრომა ყველა იცნობდა ვინ
იყვნენ ორივე ძმები, დღეს რომ ვერ მიეკარები სიახლოვეს. ხალხი ყველა გეტყვით ნატანებში, შრომაში,
ურეკში ვინ ბარავდა მანდარინებს, ფიზიკურადაც მუშაობდა. ეს უნივერმაღიც ოზურგეთში, მისი
აშენებულია. მუშის გამოცდილება ბევრი აქვს. მას ავიწყდება თვარა, მე კი მახსოვს. ამიტომ ვამბობ,
არავის არ მოსწონს სიმართლე. მე ვტაქსაობ. მთელი დღე, ტყულად ვდგავარ და შემოიღეს 100ლარი.
საიდან მისცეს კაცმა 100 ლარი, როდესაც არ არის კლიენტები? ახლა უნდათ კიდე, გაჩერებულ
ადგილზე საათში 1 ლარიო სადაური წესია აგი?
იასონ ჩაჩანიძე -ჩამოვიდეს გურიაში, ნახოს ამდენი გაჭირვებული, გადახედოს . კახეთში ერთი კოხი რომ ჩამოვარდებოდა, დახმარებას ითხოვდნენ და ამდენი თხილია განადგურებული და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს.
სახელად რად გვინდა ივანიშვილი, საქმე უნდა აკეთოს. შეგვპირდა ყველაფერი და არფერია გაკეთებული.
ისე 90 %-იმართალია იმაში, რომ არ იცოდა ღარიბი ხალხის შესახებ. არ აწოდებდნენ ამ ინფორმაციას და
თვითნ ვერ ხედავდა, რადგან ხეების გადატანა-გადმოტანით არის დაკავებული და გაჭირვებული ხალხისთვის არ სცალია მაგას. როცა მას გაუჭირდა
და მოსვლა უნდოდა პოლიტიკაში, მაშინ კი დადიოდა ხალხში და გვპირდებოდა ყველაფერს, რომ
გვერდში დაგიდგებით, ასე ვიზამ ისე ვიზამო და დაგვტოვა ბოლოს მშრალზე. ბანკში შეხვალ, ფულს
ვერ გამეიტან, იმხელა პროცენტია გადასახდელი და ჩვენ კი გვხედავ აგერ, დაყრილი ვართ ბიძია. რა
მინდა აქ, ახლა მაქვს ძალამკლავში და რაცხა ქარხნები გაგვიხსან რომ ვიმუშაო. აგერ ჩემს, მანქანას
ვაფუჭებ ტაქსაობაში და საგადასახადოები გვაწუხებს და რა ვიცი რაებს აწესებს ეს კაცი.
ზაზა მჟავანაძე – უნდა სცოდნოდა ბიძინას ამ 6 წლის განმავლობაში თუ როგორ უჭირდა ხალხს. არა მგონია მთავრობას
რომ დაემალა რამე მისთვის. რა დოკუმენტაციით დასანახია ხალხის გაჭირვება? ქუჩაში ვერ ხედავდა,
რომ გაივლიდა? მარა, მას არ ჰქონდა ხალხთან კომუნიკაცია.
ოვსე დარბინიანი– მან თუ არ იცოდა ხალხის გაჭირვება, ეს მისი პრობლემაა. ხალხს თხლის იმედი ჰქონდა. რომ რაცხას
გააკეთებს და დღეს ვერაფერს ვერ აკეთებს. ვინც აქ დაიბადა, ის არ სჭირდებათ და ამიტომაა ხალხი
რომ გარბის. დეიცლება მალე საქართველო. მე სახლი მაქვს ლიხაურში. ჩამოვედი ოჯახით, შუააზიიდან.
გადამახდევინეს ორჯერფული და მოქალაქეობა არ მომცეს. აგენი ხელს უწყობს , რომ ხალხი გაიქცეს
ოჯახი დან ლუკმა- პურის გულისთვის. ამფერი დროა დღეს.
ოთარ ბერიძე – იცოდა, აბა არ იცოდა, რომ ამდენი გაჭირვებული ხალხი ჰყავდა ქვეყანაში? ტყულს ამბობს, როცა ამბობს
რომ არ ვიცოდიო. თვითონ უნდა დაინტერესებულიყო მოსახლეობით, რადგან პასუხისმგებელი
თვითონაა ამ პრობლემურსაკითხებზე.
მარიამ მოქია–მე სხვისი აზრი არ ვიცი. მე ვიცი ის, რომ ხალხი არის უაღრესად კრიტიკულ მდგომარეობაში.
ცალი ფეხიუფსკრულში გვაქვს და სადაცაა გადავიჩეხებით. ხალხი არის უკიდურესად მძიმე
მდგომარეობაში. ვალები გვაქვს. აქეთ შემოაგდეს ფაროსანა და შეჭამა ყველაფერი. იმდენი ვიმუშავე
ბოსტანში და არაფერი არ არის. რა ვქნათ? ხალხსფული არა აქვს და რა უნდა ვქნათ, ძალიან ცუდ
მდგომარეობაში ვართ.
ნელი ბერიძე – სხვათა შორის, არ არის მართალი ის, რომ სახელმწიფოს სათავეში მიდიხარ და არ იცი ქვეყანაში რა ხდება. რამდენი გაჭირვებული ხალხია და რამდენი მშიერ- მწყურვალია გურიის რეგიონებში
და საერთოდ ბევრ რეგიონებში.საერთოდ მოისპო თხილი და ყველაფერი და კაციშვილისგან რეაგირება
არაა. ეს არ უნდა იცოდეს მეთაურმა? მისი ეს გამოსვლა და საუბარი იყო აბსურდი. 6 წელია
ხელისუფლებაშია – ხელისუფალია და არ იცის რა ხდება? მე ხმა მივეცი მას და ავირჩიე. ხალხს
სოფლებში წყალი არა აქვთ. უწყლობით იხოცებიან. ქალმა თქვა წყალი არ მინახავს უკვე თვეებიაო.
ნატანების წყლიდან ვზიდავთ წყალსო. ბენზინის ფულიც არ მაქვს, რომ ბიდონებით ამოვიტანოო და
ხელით მიწევს სარეცხის რეცხვა, სარეცხ მანქანასაც კი ვერ ვრთავთო ( გურიანთა-ციხიფერდი), ეს
ადგილი მე ვიცი და ყველგან ეს პრობლემაა. ანასეული კი იცით, წლებია წყალი არ ჰქონდათ.
ზოია ფიჩხაძე– ბიძინამ ძაან კარგად იცოდა, სად მოდიოდა და რა ჰქონდა მას ჩაფიქრებული. ის, რომ მან არ იცის
საქრათველოს მოსახლეობის სიღარიბე, როგორ დავიჯერო? მე მაგალითად, მშიერი მეზობელი არ მინდა,
მოვკვდები, ლუკმას პირში არ ჩავიდებ, თუ ვიცი რომ ჩემს მეზობელს შია დღეს და მაგას, რამდენი
ღარიბი ჰყავს, რამდენიგაჭირვებული ჰყავს და ამაზე არც ფიქრობს. მე არაფერი არ მჯერა მაგ ადამიანის,
ათი იმდენი მიწაშია, რაც ზევითაა