პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე პოლიციამ 89 დემონსტრანტი დააკავა. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი წერს. პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრაციაში 800-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
საპროტესტო აქცია გაიმართა ქალაქ მონპელიეშიც. პოლიციის ინფორმაციით, 3000-კაციან აქციაზე 500-მდე ადამიანი რადიკალური ქმედებებით გამოირჩეოდა, რის გამოც სამართალდამცველებს რამდენჯერმე ცრემლმდენი გაზის გამოყენება მოუწიათ. დემონსტრანტთა ჯგუფმა პოლიციის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა. საერთო ჯამში მონპელიეში 7 მომიტინგე დააკავეს.
„ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციები საფრანგეთში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო, როდესაც მოსახლეობამ საავტომობილო საწვავის ფასების ზრდა გააპროტესტა.