ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დაზარალდა. კერძოდ, გურჯაანსა და ლაგოდეხში 10-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და სარდაფი დაიტბორა. სტიქიის შედეგად კომერციული ობიექტებიც დაზიანდა.
სტიქიის ზონაში მობილიზებულია სამაშველო სამსახური, რომელიც დატბორილი ტერიტორიებიდან წყალს ტუმბავს.
„ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები ინტენსიური რეჟიმში მუშაობენ. წვიმამ უკვე გადაიღო და ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში პრობლემები აღარ არის. 112-ში სულ 5 შეტყობინება დაფიქსირდა“, – უთხრა Imedinews-ს ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა
Imedi