ავტომობილში თითქმის ერთი ტონა ნარკოტიკი იპოვეს.

საფრანგეთში, იზერის დეპარტამენტის საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა ერთ-ერთ ავტომობილში 933 კილოგრამი ჰაშიში აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი 6 სექტემბერს, ერთ-ერთ ფასიან მაგისტრალზე გააჩერეს. მებაჟეებმა ავტომობილში თითქმის ერთი ტონა ნარკოტიკი იპოვეს.

ავტომობილს პოლონეთის 53 წლის მოქალაქე მართავდა, ის დაკავებულია.