8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნებისთვის 8 სექტემბერი და რას გვირჩევენ ასტროლოგები?

ვერძი – ახალი იდეების განსახორციელებლად და ძველი საქმეების მოსაგვარებად დამხმარეები დაგჭირდებათ. ნუ ელოდებით ინიციატივას სხვისგან. თავად ითხოვეთ შველა.

კურო – ნუ დაგავიწყდებათ თარიღები, მნიშვნელოვანი დეტალები. არსად დააგვიანოთ. იყავით მოვლენების საქმის კურსში.

ტყუპი – პოზიტიურ მხარეზე გაამახვილეთ ყურადღება. უამრავი სასიამოვნო გელით გარშემო.

კირჩხიბი – დღე სასიამოვნოდ დაიწყება. შეიძლება საჩუქარიც კი მიიღოთ. თავის ტკივილს აიცილებთ, თუ ყველას გასაგებად დაელაპარაკებით.

ლომი – თუ სიტუაციაში დაკვირვებით და ფრთხილად გაერკვევით, კარგ შედეგს მიიღებთ. ზოგიერთს დაგეგმილ მგზავრობასა და გართობაზე უარის თქმა მოუწევს.

ქალწული – თუ გრძნობთ, რომ საყვარელი ადამიანი შესაფერისად არ გექცევათ, უნდა დაელაპარაკოთ. უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. საღამო მხიარულად გაატარეთ.

სასწორი – ახალგაცნობილთან ფლირტი და საინტერესო თემაზე საუბარი კარგია, მაგრამ პარტნიორად ისეთ ადამიანი გჭირდებათ, ვისაც ენდობით და ვინც რთულ სიტუაციაში არ მიგატოვებთ.

მორიელი – სიმართლეს ადვილად გამოააშკარავებთ, თუ რამდენიმე კითხვას დასვამთ. ადამიანს შეცდომებზე დელიკატურად უნდა მიუთითოთ.

მშვილდოსანი – ნებისმიერ უსიამოვნებას მარტივად გაართმევთ თავს და დღევანდელ დღეს მომავალში ღიმილით გაიხსენებთ. იყავით მადლიერი იმ გამოცდილებისა და სიბრძნისა, რასაც დღეს მიიღებთ.

თხის რქა – შეიძლება ის, რაც ადრე არარეალური გეჩვენათ, დღეს ადვილად გამოგივიდეთ. იაზროვნეთ პოზიტიურად და იფიქრეთ სარგებელზე, რასაც დღევანდელი საქმე, შეხვედრა მოგიტანთ.

მერწყული – რჩევები, რომლებსაც დღეს მიიღებთ, სიფრთხილისა და დაკვირვებისკენ მოგიწოდებენ. ეცადეთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ახლობლებთან.

თევზები – თავშეკავებული იყავით გამონათქვამებისას, თუ არ გსურთ, დამოკიდებულება გაიფუჭოთ ადამიანთან. მასაც აქვს ღირსება და ეცადეთ, არ შეულახოთ.