„ეს ჯენიფერ ლოპესის ოცნებაა“,

Super Bowl 2020-ს, სავარაუდოდ, ჯენიფერ ლოპესი გახსნის, – წერს Hollywood Life. კულუარული ინფორმაციით, გრანდიოზული შოუსთვის, რომელიც მაიამიში 2 თებერვალს გაიმართება, 50 წლის მომღერალი უკვე ემზადება.

მოლაპარაკებები ამჟამადაც მიმდინარეობს და Hollywood Life-ის ცნობით, სავარაუდოდ, ყველაფერი ლოპესის სასარგებლოდ გადაწყდება.

„ეს ჯენიფერ ლოპესის ოცნებაა“, – ნათქვამია სტატიაში.

2019 წლის Super Bowl-ი ჯგუფმა Maroon 5-მა, რეპერმა ტრევის სკოტმა და დუეტ „აუტკასტის“ მონაწილე Big Boi-მ გახსნეს.

სუპერ-ბოული აშშ-ში პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ჩემპიონატია. თამაში და მასთან დაკავშირებული ერთკვირიანი ზეიმი წლების განმავლობაში ამერიკულ ეროვნულ დღესასწაულად იქცა.