მშობიარობის 20 მილიონი შემთხვევის შესწავლის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საკეისრო კვეთით დროს აუტიზმის განვითარების რისკი იზრდება. შვედეთის სამედიცინო სამეფო ინსტიტუტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოცემა JAMA Network Open-ში გამოქვეყნდა.
კვლევაში 19 ქვეყნიდან 20 მილიონი ქალი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ისეთები, ვინც იმშობიარა, და ისეთებიც, ვისაც საკეისრო კვეთა გაუკეთდა. როგორც აღმოჩნდა, საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებულებს შორის 33%-ით მეტი აუტიზმის შემთხვევა დაფიქსირდა.
მეცნიერთა აზრით, ეს შესაძლოა დედის მიკროფლორასთან ახალშობილის კონტაქტის არარსებობას უკავშირდებოდეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამის გამო ბავშვის იმუნური სისტემის განვითარება დაირღვეს, რაც ნეგატიურად აისახება ტვინის მუშაობაზე.
აღსანიშნავია, რომ დარგის სხვა ექსპერტებმა კვლევის შედეგები გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, კვლევა ეფუძნება 1960-70-იან წლებში გაჩენილ ბავშვებსაც, როდესაც აუტიზმის დიაგნოსტიკა შედარებით დაბალ დონეზე ხდებოდა.
გარდა ამისა, კვლევაში არ იყო გათვალისწინებული საკეისრო კვეთის ჩატარების მიზეზები. უმეტეს შემთხვევაში ეს ჭარბწონიანობის, დედის ასაკის ან ქრონიკული დაავადებების, მაგალითად ასთმის გამო ხდება, რაც ავტომატურად აუტიზმის განვითარების საფრთხეს ზრდის.