ადგილობრივი ახალგაზრდების თქმით, ღამის გათენებას და მორიგეობას გეგმავენ, ვინაიდან აქვთ ინფორმაცია ტერიტორიაზე ტექნიკის შესვლასთან დაკავშირებით:
“როგორც ყველამ იცის, ჰესის აშენების შედეგად განადგურდება წითელ წიგნში შეტანილი, უნიკალირი სახეობის ხეები, ნადგურდება ფლორა და ფაუნა, ჰესის გამო საფრთხე ემუქრება სოფელს და ამიტომ არ დავუშვებთ აქ ჰესს!
დღეს, ისე როგორც არასდროს, ერთიანია სოფელი და ჩვენ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, კიდევ უამრავი ღამის გათენება რომ მოგვიწიოს.”- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნინო მაჩხოშვილმა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მოსახლეობა დილის ექვსი საათიდან დაიწყებს შეკრებას და დაელოდებიან ხელისუფლებისა და შპს “ართანა ლოპოტას” წარმომადგენლებს. მხარეებს შორის მოლაპარაკებაში მედიატორის ფუნქციის შესრულებას გეგმავს ,,სამოქალაქო მოძრაობა.”
“სამოქალაქო მოძრაობის” კახეთის წარმომადგენლობა უდგას გვერდით მოსახლეობას და სოლიდარობის მიზნით, გამთენიისას ჩავალთ ლაფანყურში და მონაწილეობას მივიღებთ მოლაპარაკებში, ერთგვარი მედიატორის როლს შევასრულებთ, რათა მოხდეს მოსახლეობის ინტერესების სრულად დაკმაყოფილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადგილზე მოსახლეობა უნდა წყვეტდეს მისთვის რა არის საჭირო და რა არა.” – განუცხადა “აიპრესს” სამოქალქო მოძრაობის წარმომადგენელმა ნინო გოგოლაშვილმა. შპს “ართანა ლოპოტას” წარმომადგენლობა განცხადების გავრცელებას ორშაბათს გეგმავს
აიპრესს”
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი