რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა ტელეფონი ისაუბრეს. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ პატიმრების გაცვლა დადებითად შეაფასეს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მომხდარს დიდი მნიშვნელობა აქვს. პუტინმა და ზელენსკიმ ხაზი გაუსვეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.
ორი ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ „ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატში მორიგი შეხვედრის ჩასატარებლად მოსამაზადებელ სამუშაოებს გააგრძლებენ, რათა შეხვედრა შედეგიანი იყოს.
7 სექტემბერს რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები გაცვალეს. რუსული მედიის ინფორმაციით, გაცვლა 35/35 სქემით მოხდა.