მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა თანამდებობა დატოვა.
მედიის ინფორმაციით, მიზეზი რიგ საკითხებზე სალომე ზურაბიშვილსა და ხატია მოისწრაფიშვილს შორის არსებული უთანხმოება გახდა.
imedinews-მა ინფორმაციის გადამოწმება როგორც ხატია მოისწრაფიშვილთან, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებთან სცადა, თუმცა ამ ეტაპზე საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გახდა.
imedinews