ემბერ რადი ფოტო: Twitter

შრომისა და პენსიის მინისტრმა ემბერ რადმა თანამდებობა დატოვა. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონთან უთანხმოების გამო შრომისა და პენსიის მინისტრმა ემბერ რადმა თანამდებობა და კონსერვატიული პარტია დატოვა. ამის შესახებ BBC წერს.

„ვტოვებ მინისტრთა კაბინეტს და უარს ვამბობ კონსერვატიული პარტიის მანდატზე. ვერ ვიჯდები გულხელდაკრეფილი, როდესაც კარგ და ლოიალურ კონსერვატორებს პარტიიდან რიცხავენ“, – დაწერა რადმა Twitter-ზე.

რადი კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი იყო, წარსულში კი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.