ჟურნალისტი, პოლიციის თადარიგის მაიორი ხათუნა ნოზაძე პრემიერ მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს:
„ღია წერილი ბატონ გიორგი გახარიას!!!
მივმართავ საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატს ბ-ნ გიორგი გახარიას, რომელსაც ნდობას ვუცხადებდა უდიდეს პატივს ვცემ! ..მოგმართავთ მე, პოლიციის თადარიგის მაიორი და ამჟამად თავდაცვის სამინისტროს პიარის თანამშრომელი და მინდა გულთან ახლოს მიიტანოს ჩემი ტკივილი! ჩემს უკან ჩემნაირი ადამიანების ჯარი დგას! მე არაფრის მეშინია და არც ვაპირებ გაჩერებას,არ ვაპირებ შევეგუო უსამართლობას და დაცინვას! ბოლო წლებია უშედეგოდ მიდის ჩემი ბრძოლა ოლიმპოს ღმერთებთან, ბანკირებთან..კერძოდ, საქართველოს ბანკთან, რომელიც უბრალოდ დამცინის და ხელს იშვერს მთავრობისკენ, რომელიც თურმე არ აძლევს მათ პროცენტის დაწევის უფლებას! არადა არაფერს არ ვითხოვ ისეთს, მოვითხოვ მხოლოდ პროცენტის დაწევას! ამიტომ გთხოვთ, თქვენი გაპრემიერების შემდეგ ჩაერიოთ და გამოიყენოთ თქვენს ხელს არსებული ყველა ბერკეტები, კატეგორიულად მოსთხოვეთ ბანკირებს დაგვიწიოს პროცენტი, მხოლოდ იმ ხალხს მაინც ვინც ბინები ვიყიდეთ 1.70 კურსით და ახლა ვიხდით 3-ზე! 8 წელია ჩემს კუთვნილ ხელფასს, მთლიანად მაჭრის ბანკი და ხელფასამდე ძლივს გამაქვს თავი..! მეც მაქვს უფლება ამ ქვეყანაში ცხოვრების,მეც მყავს შვილი და მეც მაქვს უფლება მოვითხოვო და წერტილი დაესვას ამხელა უსამართლობას ჩემს ქვეყანაში!..ამხელა ინფლაციის და ამ კურსის ფონზე ხელფასები, რომელსაც ვიღებთ გაკუპონდა,ვინმემ ხომ უნდა გითხრათ სიმართლე?! ამიტომ გთხოვ დამეხმაროთ მე და ჩემნაირ ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ს და მომცეთ ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება,წინააღმდეგ შემთხვევაში მომიწევს ქვეყნის დატოვება და ემიგრაციაში წასვლა!…პატივისცემით“ – წერს ხათუნა ნოზაძე.
progresnevs.ge
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი