ცვლი­ლე­ბე­ბი გუ­ლის­ხმობს სიმ­თვრა­ლე­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბას.

საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, რე­გუ­ლი­რე­ბა მკაცრ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში სამ­თავ­რო­ბო გეგ­მის ფარ­გლებ­შია წარ­დგე­ნი­ლი.

მათ შო­რის ცვლი­ლე­ბე­ბი გუ­ლის­ხმობს სიმ­თვრა­ლე­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბას.

„პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის მთელ რიგ მუხ­ლებ­ზე და ხდე­ბა დას­ჯა­დი ქმე­დე­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა. მათ შო­რის, ცვლი­ლე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს:

  • პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბას სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის­თვის
  • ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მარ­თვის­თვის
  • საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის და­უც­ვე­ლო­ბის­თვის
  • საგ­ზაო- სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მძღო­ლის მიერ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მი­ტო­ვე­ბის­თვის
  • სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ე­ლის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის­თვის და სხვა მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის­თვის
  • პრო­ექ­ტით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბის ჩა­ბა­რე­ბის ახა­ლი წესი.